23.11.2024

პესკოვი – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით გარკვეული იურიდიული შეუსაბამობებია

რუსეთი არ დგამს და არ გადადგამს არავითარ ნაბიჯებს, რომლებიც დაკავშირებულია რეფერენდუმთან, რის შესახებ „სამხრეთ ოსეთში“ მსჯელობა მიმდინარეობს – ამ საკითხში არის გარკვეული იურიდიული შეუსაბამობები. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თუკი ამას სერიოზულად მივუდგებით, მაშინ საჭიროა მაინც იურიდიულად მოხდეს საკითხის დამუშავება. ვინაიდან, თუკი სწორად გვესმის, რეფერენდუმისთვის იურიდიულად ფორმულირებულია კითხვა: როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანება, ანუ იურიდიულად, ეს გარკვეულწილად, კაზუსია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, როგორ უყურებენ კრემლში „სამხრეთ ოსეთის“ ინიციატივას შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

მისივე განმარტებით, თუკი საკითხი დგება „გაერთიანებაზე“, გამოდის, რომ საუბარია მესამე სახელმწიფოს შექმნაზე. „რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“.

„ამიტომ, ცხადია, საჭიროა იურიუდიულად დაფიქრება ფორმულირებაზე. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ ამ თემაზე, რომ რუსეთის მხრიდან არავითარი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში, არ გადადგმულა და არც იგეგმება“, – განაცხადა პესკოვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img