რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ ალყა შემოარტყან უკრაინულ ჯარებს ორ ქალაქში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდინარე სივერსკი დონეცკთან ახლოს მდებარეობს.
მისი თქმით, ეს ქალაქებია – სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი.