23.11.2024

თინა ხიდაშელი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ დავუშვათ ასოციერებული ტრიოს მიმართ ხმების გაყოფა და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება

“ეხლა ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენ აქ საქართველოდან და ჩვენმა მეგობრებმა იქ დასავლეთის დედაქალაქებში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ დავუშვათ ასოციერებული ტრიოს მიმართ ხმების გაყოფა და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

ხიდაშელის თქმით, საქართველოს “ხელისუფლება არ ვარგა”, მაგრამ ხელისუფლებების ძალიან ცუდი საქციელის გამო ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს ისეთი სასჯელით, რომლის შედეგიც დიდი სიჩქარით, უფრო მეტი და ხანგრძლივი სიბნელისკენ წაიყვანს ქვეყანას.

დღეს საქართველოს ხელისუფლება არ ვარგა, ზუსტად ისე როგორც მოლდოვაში კომუნისტები იყვნენ აქამდე და არ ვარგოდა, ხოლო უკრაინაში იანუკოვიჩი. ჩვენი საზოგადოებები პერიოდულად უშვებენ დიდ შეცდომას, ისევე როგორც დიდი და ძირძველი დემოკრატიები, აგერ ფრანგებმა რამის ლეპენი აირჩიეს, უნგრეთში უკვე მერანდენედ ორბანი, ხოლო ტრამპს არც კი ვახსენებ ისეთი სირცხვილი იყო ამერიკისთვის. კონკრეტული ხელისუფლებების ძალიან ცუდი საქციელის გამო ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს ისეთი სასჯელით, რომლის შედეგიც დიდი სიჩქარით, უფრო მეტი და ხანგრძლივი სიბნელისკენ გადატყორცნის მას. არც ხელისუფლებისთვის თითის თვალში ტაკების დროა ეხლა. მაინც ვერაფერს გაიგებს, არც შერცხვება, არც შეიმჩნევს და თქვან წარმოიდგინეთ არც ჩამოიშლება.საქართველოს ევროინტეგრაცია ერთადერთი გადარჩენაა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ძირითადად ერთგული და სანდო პარტნიორი იყო დასავლეთის და ეხლა ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენ აქ საქართველოდან და ჩვენმა მეგობრებმა იქ დასავლეთის დედაქალაქებში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ დავუშვათ ასოციერებული ტრიოს მიმართ ხმების გაყოფა და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნით ჩააბეტონებს იმ ჩრდილოვან მმართველს და გააძლიერებს ავტორიტარიზმს რომლისგან გათავისუფლებასაც ვცდილობთ.” – წერს ხიდაშელი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img