24.11.2024

რუსეთი უკრაინული გემებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის სანაცვლოდ სანქციების გაუქმებას ითხოვს

რუსეთის სურსათით დატვირთული უკრაინული გემებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის სანაცვლოდ ზოგიერთი სანქციის გაუქმებას მითხოვს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გააკეთა. კონკრეტულად რომელი სანქციების გაუქმებას ითხოვს რუსეთი, უცნობია.

შავი ზღვის უკრაინული პორტები 24 თებერვლის შემდეგ არის ბლოკირებული. ამის გამო ქვეყანაში 20 მლნ ტონა ხორბალი ელევატორებში რჩება და მისი გატანა ვერ ხერხდება. 

რუსეთსა და უკრაინაზე მსოფლიო ხორბლის მესამედი მოდის. ამ პრობლემის არსებობამ შეიძლება გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს. ასევე, უკრაინა სიმინდის და მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორია.

ამჟამად დასავლეთის ქვეყნები უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის უზრუნველსაყოფად უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხს განიხილავენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img