23.11.2024

დავით უსუფაშვილი – მთავრობის ავტორიტეტი და მისდამი ნდობა დემოკრატიულ სამყაროში ასეთ დაბალ ნიშნულზე მოყოლებული უბედური 1992-1993 წლების შემდგომ არ ყოფილა

საქართველოს მთავრობის ავტორიტეტი და მისდამი ნდობა დემოკრატიულ სამყაროში ასეთ დაბალ ნიშნულზე მოყოლებული უბედური 1992-1993 წლების შემდგომ არ ყოფილა, – „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას უცხოელი პარტნიორებისა და ელჩების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასდროს არ ჰქონია, რაც ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალიან დიდი პრობლემაა.

„ნუ გგონიათ, რომ თქვენი ნათქვამი თითქოს ევროპელი პარლამენტარები უვიცები, დაქირავებულები და არაკვალიფიციურები არიან, მხოლოდ ქართველებს ესმით. მრცხვენია ამაზე საუბარი, ვინაიდან ვერ ვხედავ დარბაზში ადამიანს, რომელსაც ეს არ ესმის, რომ ელჩებთან ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს იმ ქვეყნებთან ასეთ დამოკიდებულებას. ქართველი ხალხი ამას არ იმსახურებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. მივმართეთ ევროკავშირს და მის ქვეყნებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაისაჯოს ქართველი ხალხი ამ კონკრეტული პრობლემების გამო. ამიტომ გთავაზობთ შარლ მიშელის დოკუმენტში დაბრუნებულებმა მივმართოთ ევროპას, დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას და დავივიწყოთ, რომ განსხვავებულები ვართ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img