21.12.2024

ანა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრს – როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა დუღს, ადამიანები ყოველდღე ალაგებენ ჩემოდანს და გარბიან?

ათასობით მოქალაქემ არ იცის რა უნდა აჭამოს საკუთარ შვილებს. როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა დუღს, ადამიანები ყოველდღე ალაგებენ ჩემოდანს და გარბიან?, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომელსაც ინტერპელაციის წესით პარლამენტში უსმენენ.

„ბატონო მინისტრო, მინდა გთხოვოთ, როდესაც ტრიბუნასთან დაბრუნდებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართოთ, რომლებისთვისაც ყოველი დილა და საღამო არის შიშის მომგვრელი, რადგან არ იციან, რა უნდა აჭამონ საკუთარ შვილებს. დარწმუნებული ვარ, იცით, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ათასობით ადამიანია. როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა დუღს, ადამიანები ყოველდღე ალაგებენ ჩემოდანს და გარბიან? ისინი არ გარბიან კარგი ცხოვრებისთვის და იმ პროფესიით სამუშაოდ, რომლის კვალიფიკაციაც მათ აქვთ, არ გარბიან დალაგებული პერსპექტივისთვის. ისინი გარბიან იმიტომ, რომ აქ უბრალოდ შიმშილით არ მოკვდნენ. არ ვიცი თქვენ ბოლოს, როდის იყავით საჯარო ტრანსპორტში, ბაზარში, ქუჩაში, კამერების და პროტოკოლის გარეშე, სადაც დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც მდუღარე ეკონომიკისთვის მადლობას გეტყვიან. თუ თქვენ გახვალთ, ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე არიან ომში სიღარიბესთან და ეს არის ყველაზე დიდი ომი ამ ქვეყანაში, რომელიც ვერცერთმა ხელისუფლებამ დაასრულა. რა გაქვთ სათქმელი ამ ადამიანებისთვის? მინდა გთხოვოთ, რომ მათ მიმართოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img