რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომში საშუალო და მცირე რანგის ოფიცრებს შორის დიდი დანაკარგი განიცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დიდი რაოდენობით ახალგაზრდა თაობის ოფიცრების დაკარგვამ შესაძლოა დაამძიმოს პრობლემები მართვისა და კონტროლისადმი მიდგომის მოდერნიზებასთან დაკავშირებით.
„უკრაინაში რუსეთის ძალებს შორის ლოკალიზებული ამბოხების შესახებ მრავალი სანდო ცნობის გათვალისწინებით, გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს საბრძოლო სულისკვეთების შემდგომ დაქვეითებას და დისციპლინის გაუარესებას“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.