23.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილი – მივიღე გადაწყვეტილება, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის თბილისში ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი

ჩემი დიდი სურვილი იყო და ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. ეს იქნება პირველი ეტაპი და რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სათანადოდ უნდა დაფასდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხალხისთვის, ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს. მისივე თქმით, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული.

„ჩემი დიდი სურვილია, ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას სიხარულით ეწერებოდნენ პოლიციელთა რიგებში. მე მინდა, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმაც იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული. ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ამ რთულ პროფესიას ეჭიდება ადამიანი, მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ის უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. ჩემი დიდი სურვილი იყო და ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. ეს იქნება პირველი ეტაპი და რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ. ჩვენი ვალია, სათანადოდ დავაფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს, თავის ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში. ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელშიც შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები, სადაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა ნაკადი, ჩნდება ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი. ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარს შეადგენს; აქვე განვმარტავ, რომ სამშენებლო პროცესი არ შეეხება მხოლოდ პოლიციის დანაყოფებს, ეს მშენებლობები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის, ყველა დანაყოფში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვაქვს გეგმაში, რომ ეს პროცესი სამ წელიწადში დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img