უკრაინის მოთხოვნები დასავლეთის მხრიდან მოწინავე რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით “ყველანაირ ზღვარს და წესიერებას” სცილდება და არის “პირდაპირი პროვოკაცია” – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუდის არაბეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რისკები, [მესამე ქვეყნების უკრაინის კონფლიქტში ჩართვის] რომელსაც კიევის რეჟიმი მისი დასავლელი პატრონებისგან ასე კატეგორიულად ითხოვს, მე ვიტყოდი, რომ, პირველ რიგში, ყველა ზღვარს, წესიერებისა და დიპლომატიური კომუნიკაციის ნორმებს სცილდება. ასევე, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც დასავლეთის საომარ მოქმედებებში ჩაბმას ისახავს მიზანად. რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე დასავლელ პოლიტიკოსებს ესმით ეს რისკები, თუმცა, ყველას არა.
ევროკავშირში, განსაკუთრებით, მის ჩრდილოეთ ნაწილში, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფრისთვის მზად არიან. მაგრამ ევროკავშირის სერიოზული ქვეყნები, რა თქმა უნდა, მსგავსი სცენარის უარყოფით მხარეს კარგად იაზრებენ და ჩვენ ახლახანს ვაშინგტონისგან გონივრული შეფასებების ნიშნები მოვისმინეთ”. – თქვა ლავროვმა.