„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ დროისთვის, ორივე პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში იმყოფება.
„თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვსდევდნენ, მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო „აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ. ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშუეთთან იდგნენ,“- თქვა სამნიძემ.