24.11.2024

დიდ ბრიტანეთში 4-დღიანი სამუშაო კვირის უპრეცედენტო ექსპერიმენტი დაიწყო

Sky News-იი ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ათობით კომპანიამ 4-დღიანი სამუშაო კვირის უპრეცედენტო ექსპერიმენტი დაიწყო.

კვლევაში მონაწილეობენ ათობით კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მათ შორის საბანკო სექტორიდან.

მიუხედავად სამუშაო დღის შემცირებისა, კომპანიები გააგრძელებენ თანამშრომლებისთვის ხელფასის 100%-ის გადახდას, იმ პირობით, რომ ისინი მაქსიმალურ პროდუქტიულობას შეინარჩუნებენ.

გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 3000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

„XX საუკუნის ხუთდღიანი სამუშაო კვირის კონცეფცია აღარ არის შესაფერისი XXI საუკუნის ბიზნესისთვის“, – აცხადებს ექსპერიმენტის მონაწილე კომპანიის ხელმძღვანელი ჯო ო’კონორი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img