დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღი – ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილობის საფრთხედ გარდაიქმნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, დროა, მსოფლიომ აჩვენოს, რომ რუსეთის შანტაჟით დაიღალა.
„კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო “დაიღლება უკრაინით”. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით,“- წერს პოდოლიაკი.