23.11.2024

ირაკლი კობახიძე – საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს

ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცეებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან, რაც ძალიან სამწუხაროა. რატომ ხდება ეს, ამასთან დაკავშირებით ეჭვები გვაქვს, მაგრამ სიღრმეში არ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img