რუსთაველის გამზირზე ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია „შინ ევროპისკენ“ დასრულდა.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და რიგითმა ადამიანებმა მიმართეს.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა 3 ივლისს 20:00 საათზე საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასშტაბური აქცია დააანონსა, რომელიც საბოლოოდ პარლამენტის წინ დასრულდება.