23.11.2024

ალექსი პეტრიაშვილი – ღარიბაშვილმა ბოდიში მოუხადოს ჩვენ ქართველ მეომრებს! დაქირავებული მოხალისეები თავის დაცვაში მოიკითხოს

მე აქედან მაქვს ჩემი მოთხოვნა, პირადად ღარიბაშვილის მიმართ, ბოდიში მოუხადოს ჩვენ ქართველ მეომრებს! დაქირავებული მოხალისეები თავის დაცვაში მოიკითხოს. ეს ხალხი სამშობლოსთვის იბრძვის იქ, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა აქციაზე „შინ ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველაზე უბადრუკი, ყველაზე ცუდი ვერსიის მთავრობით შევხვდით ამ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. ყველა დიდმა ლიდერმა, ყველა დიდმა სახელმწიფომ გუშინ, ქართველ ხალხს მიულოცა და გისურვათ, გააკეთოთ თქვენი გასაკეთებელი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, რომ ეს ქვეყანა არასდროს დაბრუნდეს უკან – საბჭოთა კავშირში! წინ, ევროპულ კავშირში, იქ არის ჩვენი ადგილი.

დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის იმეორებს, რომ „ჩვენ ვიბრძოლეთ“ , „ჩვენ არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია“. დიახ, არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია, ახლაც იბრძვიან ქართველი ბიჭები და მე აქედან მაქვს ჩემი მოთხოვნა, პირადად ღარიბაშვილის მიმართ, ბოდიში მოუხადოს ჩვენ ქართველ მეომრებს! დაქირავებული მოხალისეები თავის დაცვაში მოიკითხოს. ეს ხალხი სამშობლოსთვის იბრძვის იქ. ჩავიდეს და კითხოს რისთვის იბრძვიან ეს ბიჭები, რისთვის სწირავენ სიცოცხლეს. ეს ხალხი ღიად ამბობს – აქ ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, მაგრამ ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის! ამიტომ ბოდიში გეკუთვნის.

არ მაქვს იმედი, რომ ეს ხელისუფლება რამის გამკეთებელია, ამიტომ ჩვენ, ხალხმა, 3 ივლისს, 20:00 საათზე, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ვინც წინ აღუდგება ამ გადაწყვეტილებას, უნდა წავიდეს სახლში!“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img