23.11.2024

ენტონი ბლინკენი – პუტინის სტრატეგიულმა მიზნებმა უკრაინის ომში მარცხი განიცადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში “სტრატეგიული მიზნების შესრულება” ვერ შეძლო – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა“ პუტინზე დიდხანს იარსებებს.

„მოდით, ნუ ავურევთ ტაქტიკურს სტრატეგიულთან. რაც შეეხება პუტინის სტრატეგიულ მიზნებს, უკვე მარცხი განიცადა. მისი სტრატეგიული მიზანი იყო უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასრულება, მისი რუკიდან წაშლა, რუსეთისთვის დაქვემდებარება – რაც ჩაიშალა“, – განაცხადა ბლინკენმა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, იმარჯვებს თუ არა რუსეთი ომში.

ბლინკენის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში “ტაქტიკური, სასტიკი ბრძოლა” მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img