23.11.2024

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა. მოძრაობა სირცხვილიას წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა მოქალაქეებს მუდმივი შეკრებებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ვერ ვხედავთ ღარიბაშვილს. სამაგიეროდ, მათ ნაცვლად, ვხედავთ ბევრ პოლიციელს. ვიყავით 100, იყო 500 პოლიციელი. ვიქნებით 1 000, იქნებიან 5 000. ვიქნებით 5 000, იქნებიან 25 000, ვიქნებით 10 000 და 50 000 უბრალოდ ვერ იქნებიან, იმიტომ, რომ არ არის ამის საკმარისი რესურსი. ამიტომ, ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა. არაძალადობრივი პროტესტის ფარგლებში არ მივცეთ მათ შესაძლებლობა, იმავნებლონ.

ჩვენ ჩვენი კამპანია ჯერ კიდევ მაისში დავიწყეთ, შინ ევროპისკენ კამპანია, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ადვოკატირებას, შეხვედრებს მიზნობრივ ჯგუფებთან. დავიშალოთ, დღეს ვერ შედგა მთავრობის სხდომა, ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია”. – თქვა დიღმელაშვილმა აქციის დასასრულს.

აქტივისტებმა 3 ივნისის აქციის შემდეგ პარლამენტიდან კანცელარიასთან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქტივობები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img