23.11.2024

პრეზიდენტი – საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ ყველა დედაქალაქში ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია – გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე (რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება), რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რათა გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ვერც ხელისუფლებას და ვერც ოპოზიციას ვერ გააგებინა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხში „ყველა ერთად ვართ“.

ამასთან, პრეზიდენტმა მთავრობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბრიუსელში ოპოზიციის გახშირებული ჩასვლით გამოწვეული პრობლემა „მუშაობით არ დაძლია“.

„მუშაობით უნდა დაეძლია – უფრო ხშირად, ყველა დედაქალაქში ჩასვლით. იმ მომენტში, თარიღი არ მახსოვს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია. ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის – არც ოპოზიციას ესმის, რომ მისი განცხადებებით ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, მათი განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის, მაგრამ ასევე დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის ხელისუფლების განცხადებები და უფრო მეტადაც, რადგან დღეს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და მას აქვს ბერკეტები და როცა ის ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოლიგარქიზაციის პრობლემის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწერა, „სუფთად მმართველი გუნდის ბრალია“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img