მედიის ინფორმაციით, რუსეთის ორი მთავარი სამხედრო მფრინავი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მათ ავტოკოლონაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
დაღუპულები არიან 41 წლის ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმ პოტიომინი და 54 წლის პოლკოვნიკი ანატოლი სტასიუკევიჩი. შემთხვევა დონეცკის რეგიონში მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული მაღალი სიზუსტის რაკეტა HIMARS-ით იერიში ავტოკოლონაზე მიიტანეს.
მედიის ცნობით, თავდასხმა დასავლური დაზვერვის დახმარებით განხორციელდა. მათივე ცნობით, ორივე სამხედრო მფრინავი 8 ივლისს დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალების შესახებ ცნობები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.