23.11.2024

კახა კალაძე – საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება – ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომს არ იწყებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ერთვება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როცა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხდეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში ტურისტების შემოდინებას მიესალმება და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.

“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში “მეორე ფრონტი” არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ საქართველოს კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img