23.11.2024

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება.

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით კორონავირუსის ახალი ვარიანტები და მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა, მოგზაურობის წესების გამკაცრების საჭიროებას მოითხოვს.

ევროკომისია გამოდის ინიციტივით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში ჩასვლა სურს, პისიარ ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უნდა წარადგინოს. ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე უნდა გაიკეთოს.

ახალი წინადადების მიხედვით, ტესტის პასუხთან ერთად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებმა შესაძლოა, 14-დღიანი კარანტინი გაიარონ და ამ პერიოდის შემდეგ ტესტის ხელახლა გაკეთება მოუწიოთ.

ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა.

ამასთან, ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმი გათვალისწინება. მათ შორის არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ჩატარებული ტესტების რაოდენობა.

კერძოდ, ბოლო 14 დღეში „კოვიდ-19“-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე სულ მცირე 300-ს უნდა აღემატებოდეს. ტესტის პოზიტიური პასუხი ბოლო შვიდ დღეში ჩატარებული ტესტებიდან 4%-ს არ უნდა ცდებოდეს. ასევე გათვალისიწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, არის თუ არა ამა თუ იმ ქვეყენაში გავრცელებული ვირუსუს განსხვავებული ვარიანტი.

ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img