უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის გარდა, დილიდან საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის 31 წლისთავს აღნიშნავენ. ხელისუფლებამ დედაქალაქში მასობრივი შეკრებები აკრძალა, რადგან დასავლეთი და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი დედაქალაქზე თავდასხმის კიდევ ერთხელ განხორციელებისთვის ემზადება