23.11.2024

ბრიტანული დაზვერვა – უკრაინულმა ფორმირებებმა ფრონტის ხაზი გარკვეული მანძილით გადაწიეს

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ჯავშანტექნიკის ძალები რუსეთის ძალების სამხრეთ დაჯგუფებაზე შეტევას განაგრძობენ. უკრაინული არმიის ფორმაციებმა ზოგიერთ მონაკვეთზე ფრონტის ხაზის გარკვეული მანძილით გადაწევა შეძლეს, ისარგებლეს რუსეთის ძალების სუსტი თავდაცვით.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რუსეთი, საკუთარი დოქტრინის შესაბამისად, შეეცდება დანაკარგების შევსებას წინასწარ შერჩეული მობილური სარეზერვო დანაყოფებით, რომლებშიც, სავარაუდოდ, შევა აღმოსავლეთ დაჯგუფების ძალებიც.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პარალელურად, რუსეთი აგრძელებს დამატებითი ძალების შეკრების მცდელობებს. არმიის მე-3 კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა მოსკოვის მიმდებარე ბაზა 24 აგვისტოს დატოვეს, სავარაუდოდ, უკრაინის მიმართულებით. ამ დანაყოფების ოპერატიული ეფექტიანობა უცნობია. ბრიტანეთის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ არმიის მე-3 კორპუსი სამხედრო მოსამსახურეების ნაკლებობას განიცდის და ჯარისკაცები კარგად გაწვრთნილები არ არიან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img