“ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით (როგორც ცნობილია აღნიშნული ვაქცინა ორ დოზად კეთდება) აცრილი 126 000 მოქალაქიდან, კორონავირუსი მხოლოდ ოც ადამიანს შეხვდა, მათგან ათს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, თუმცა დაავადება მსუბუქად გადაიტანეს და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. არც ტემპერატურა დაფიქსირებულა 38/5 – ზე მაღალი. ეს არის ფაქტიურად “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დიდი კვლევის შედეგი; ვაქცინა რეალურად მუშაობს და საკმაოდ ეფექტურადაც. ამ დროისთვის ისრაელში, სადაც ცხრა მილიონი ადამიანი ცხოვრობს 2,728,154 მილიონი ადამიანია აცრილი – ძირითადად რისკ ჯგუფებში მყოფებს და ქრონიკულად დაავადებულებს საწყის ეტაპზე”
ინფორმაციას ნეიროქირურგი თორნიკე ჭაღალიძე სოციალი ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა ინფორმაცია გამოცემა The Times of Israel, Reuter-მა გამოაქვეყნა.