ამ დროისთვის პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროში განუცხადეს.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეორე ეტაპის განაცხადების მიღება დღეს იწყება.
„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის მოწვევის პირველი ეტაპის განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2020 წლის 7 დეკემბრის 14:00 საათიდან 2020 წლის 9 დეკემბრის 14:00 საათამდე. 7 განაცხადმა სრულად დააკმაყოფილა პროგრამით დადგენილი პირობები. მოთხოვნილმა სუბსიდირებამ 19,200 ტონა ფქვილზე, შეადგინა 1,798,060.60 ლარი, მათ შორის ამ ეტაპზე 1,302,600.60 ლარია გახარჯული. გრძელდება პროგრამით დადგენილი პროცედურების განხორციელება. მეორე ეტაპის განაცხადების მიღება 27 იანვრის 14:00 საათიდან 29 იანვრის 14:00 საათამდე გაგრძელდება“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროში.
ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა.
წყარო: interpressnews.ge