23.11.2024

ნიკა მელია: „საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გავრილოვის დასაჭერი.“

ხაზები გავლებულია, წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და ჩემი დაკავება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და პოლიტიკურად ვერ გაბედავენ, – ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დავუშვათ შევსულიყავი მართლაც პარლამენტში და ზურგი შემექცია საზოგადოებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ასი ათასობით ამომრჩევლისთვის და დღეს ვყოფილიყავი პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის გვერდით – მე დღეს შემიწყვეტდნენ უფლებამოსილებას? შემიჩერებდნენ იმუნიტეტეს? – რა თქმა უნდა, არა! მეტიც, ნებისმიერი საკითხი, რომელზეც მე შეიძლებოდა მიმემართა „ქართული ოცნებისთვის“ და მეთხოვა რურუას გათავისუფლებიდან დაწყებული, გაათავისუფლებდნენ კი არა, საკუთარ რამდენიმე დეპუტატს დაიჭერდნენ, ოღონდ მე შევსულიყავი პარლამენტში. ამას არ გააკეთებდნენ ხომ?! და ე.ი თუ მე შევიდოდი და მაინც შემიჩერებდნენ იმუნიტეტს, მე სწორად მოვქცეულვარ რომ არ შევსულვარ?! ამიტომ აქედან ჩანს ხელისუფლების ნება, როცა უნდა დაიჭერს ოპონენტს, როცა უნდა დაემუქრება დაჭერით, როცა უნდა არ დაემუქრება დაჭერით – ეს უბრალოდ იმ ხალხისთვისაა საკვები, ვისაც ჰქონდა სურვილი შესულიყო პარლამენტში. რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ, საქართველოს არც ერთი მოქალაქის დაჭერა არ შეიძლება გავრილოვის გამო იმიტომ, რომ 20 ივნისს საერთო ეროვნულ გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის და ეს!

როგორც ჩანს. მიაჭერინებენ ხელის ცახცახით ღილაკს დეპუტატებს ხელს, მაგრამ მერე იძულებული გახდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კლასი, რომ ტელეფონი ხელში აიღოს, მურუსიძეს დაურეკონ და დავალება მისცენ, რომ მელია არ დაიჭიროთ იმიტომ, რომ თავზე ჩამოგვენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო. აი, ამას გააკეთებენ! შესაბამისად, გირაოსაც როგორც დავპირდი, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ მინიმუმ დღის ბოლოს ან ხვალ, როდესაც ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს ამ საქმეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img