თავისუფლების საპარლამენტო ორდენი საპარლამენტო ჯილდოა, რომელსაც ადამიანს პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცემენ. ამ ორდენით ადამიანის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით იღებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში, როდესაც როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმას ხელმძღვანელობდა. თალაკვაძის თქმით, ფულადი ჯილდო, რაც ორდენის ნაწილია, კობახიძის სურვილით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის გადაირიცხება