პრინცმა უილიამმა საკუთარი ძმის, პრინც ჰარის და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, რომელიც ოპრა უინფრიმ ჩაწერა, პირველი კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას sky news ავრცელებს.
უილიამმა განახადა, რომ სამეფო ოჯახი „რასისტული ოჯახი არ არის“ და ძმასთან ამ ინტერვიუს თაობაზე ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ უახლოეს მომავალაში მასთან საუბარს გეგმავს.
სკანდალურ ინტერვიუში ინტერვიუში მეგანმა და ჰარიმ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წევრი ინტერესდებოდა, რამდენად მუქი კანი ექნებოდა მათ შვილს არჩის. სკანდალური ინტერვიუს შემდეგ სამეფო ოჯახმა განცხადება გაავრცელა,
სადაც აღნიშნულია – „ოჯახმა მწუხარებით შეიტყო, რამდენად რთული იყო ბოლო რამდენიმე წელი ჰარისა და მეგანისთვის. წამოჭრილი საკითხები, განსაკუთრებით რასიზმის საკითხი, შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოგონება შეიძლება განსხვავდებოდეს, ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ოჯახი ამას კერძოდ განიხილავს. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის ძალიან საყვარელი წევრები“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის განცხადებაში.
8 მარტს, ტელეკომპანია CBS-მა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც წყვილთან პოპულარულმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ჩაწერა.
ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად ეკითხებოდნენ მათ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ახალშობილს ჰქონოდა.
მეგანის მტკიცებით, სასახლეში ის თავს მარტოსულად გრძნობდა, რის გამოც სუიციდზე არაერთხელ უფიქრია, ჰარის კი მამასთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ პრინცი ჩარლზი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.