არ ვაპირებ მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ვატო წერეთელმა რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა.
„არ ვაპირებ მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. ვფიქრობ, ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც მითიური, არარსებული ელექტროხელსაწყო. მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია „პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაუწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში.
მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება და რეაქცია. სასაამართლოს დადგენილებაში განჩდა ჩანაწერი, რომ გამოძიებას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია „პირველში“. ეს არის ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია „პირველი“ აღარ იყოს და არ იმაუწყებლოს“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.