ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! , – ამის შესახებ ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რითაც კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმაურება.
„ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინაააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე…..“, – წერს რაჭველიშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.