23.11.2024

ეკატერინე ტიკარაძე – 5 აპრილიდან ვაქცინაციის პროცესში სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 5 აპრილიდან ვაქცინაციის პროცესში სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან.  

მინისტრის თქმით, ისინი სათადარიგო დოზებს მიიღებენ, რათა ვაქცინაციის პროცესში დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდეს.

„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს პროცესში პოლიციისა და ჯარის ჩართულობა და სათადარიგო სიების შექმნა. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება, დადგეს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img