საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე” წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტარების განცხადებას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა.
განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის ვიოლა ფონ კრამონიც არის.
“ეს არის მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ. უაღრესად იმედგამაცრუებელია ყველა ჩვენთაგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკური ელიტას არ აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე”,- წერს კრამონი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ განცხადებას აქვეყნებენ.
ერთობლივ განცხადებაში, ევროპარლამენტის წევრები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მხრივ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.