23.11.2024

ინფლაციის მაღალი დონე – 7.2% და გაძვირებული პროდუქტები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ჯანმრთელობის დაცვა (13.6%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (12.0%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (8.9%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (7.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (5.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (5.7%-იანი ზრდა).

ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად – მზესუმზირის ზეთია გაძვირებული. კერძოდ, მისი ფასი 62,79%-ით არის გაზრდილი.

პროდუქტები, რომელიც  ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა, ასე გამოიყურება:

მზესუმზირის ზეთი – 62,79%;

წიწიბურა – 36,39%;

მწვანე ლობიო – 30,83%;

თევზის კონსერვი – 30,60%;

შაქარი – 30,12%;

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 29,21%.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img