23.11.2024

პროკურორი – ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მელიას პატიმრობაში ყოფნა

პროკურორი ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას და მისი ადვოკატების თვითმიზანი მელიას პატიმრობაში დარჩენაა. 

“ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ დაცვის მხარეს საჯარო განცხადებით შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა, მათი მზადყოფნის შემთხვევაში, როგორ მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. რეალურად, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და იძახის, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს”, – აცხადებს პროკურორი.

ამასთან, გულუაშვილმა აღნიშნა, რომ  “ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა.

რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი”, – განაცხადა გულუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img