ჯანდაცვის სამინისტროსთან მოძრაობამ “იქ, საზოგადოება” აქცია-პერფორმანსი გამართა და კოვიდ რეგულაციები გააპროტესტა. მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიიტანეს ტორტი ეკატერინე ტიკარაძის გამოსახულებით, რომელიც ააფეთქეს.
მოძრაობის წევრები არ ასახელებენ ვინაობას, სახე დამალული აქვთ მასკებით და არც კომენტარებს აკეთებენ მედიასთან.
სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიცია გამოიძახა.
“მოვითხოვთ, მოხსნან კომენდანტის საათი, თუ არადა ჩვენ მათ მოვექცევით ისე, როგორც ისინი ექცევიან ხალხს”. – განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.