მეგან მარკლი ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება, – ამის შესახებ “People” წერს.
მიზეზი მარკლის ორსულობაა. დაკრძალვაზე მისვლას გეგმავს მისი მეუღლე, პრინცი ჰარი.
„სასექსის ჰერცოგი დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს, ჰერცოგინიას კი ექიმმა ურჩია, არ იმგზავროს. შესაბამისად, ის დაკრძალვას ვერ დაესწრება“ – განმარტავს სამეფო კარი.
39 წლის მეგან მარკლი მეორე შვილზეა ორსულად. ბრიტანეთის დატოვების შემდეგ, წყვილი აშშ-ში ცხოვრობს.
ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ. ის 99 წლისა გარდაიცვალა.