23.11.2024

ნიკა მელია ისევ პატიმრობაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ერთადერთი ღონისძიება, რომელმაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნები უზრუნველყოს, არის პატიმრობა და ის ძალაში უნდა დარჩეს. პროკურორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, დაცვის მხარე თანახმა იქნება, გირაოს შესახებ შეთავაზება შესრულდეს, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.

დაცვის მხარე კი მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img