“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მისაღებია, რადგან მასში ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხები მკაფიოდ არის გაწერილი და “რესპუბლიკური პარტია” მზად არის ხელი მოაწეროს.
“დოკუმენტი არის ძალიან პოზიტიური პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულად არის ჩანაწერი როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო – ეს ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხია. ჩანაწერი არის მკაფიო და არის კონკრეტული გზები, როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს დღეებში ორივე პატიმარი.
დანარჩენ სამ საკითხზე მანამდეც შეთანხმებული ვიყავით. დოკუმენტი მისაღებია “რესპუბლიკური პარტიისთვის”. პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ ჩვენი მხრიდან მოეწეროს ხელი. მთავარია ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.