23.11.2024

რა ცვლილებებია შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში, რომელიც პარტიებს დღეს წარედგინათ, შეუთანხმებელ პუნქტებთან დაკავშირებით, ორი მნიშნელოვანი ცვლილება შევიდა.

შეცვლილი და დაზუსტებულია პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული პუნქტები.

კერძოდ, ახალ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა წერია:

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის მეშვეობით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო გახდეს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.“

ცვლილება გახლავთ ის, რომ 31 მარტის დოკუმენტში, რომელიც შარლ მიშელის წარმომადგენლის ქრისტიან დანიელსონის მიერ იყო წარდგენილი, არ იყო ნახსენები ამნისტია ან სხვა ეკვივალენტური შედეგის მომტანი გადაწყვეტილებები.

მომავალი არჩევნები

„2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული წინადადების შემდეგ, 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მიღებული პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.

პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.“

ამ პუნქტში ცვლილება შეეხება იმას, რომ 31 მარტის დოკუმენტში არ იყო ნახსენები კონკრეტული მექანიზმი, რა შემთხვევაში დაინიშნებოდა ახალი არჩევნები.

პარლამენტში ძალთა გადანაწილება

დოკუმენტის ახალი ვერსიის თანახმად, ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის დეპუტატებებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

რაც შეეხება სხვა პუქნტებს: საარჩევნო რეფორმა და სასამართლოს რეფორმა იგივე დარჩა, რაც წინა დოკუმენტში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img