ვაშლიჯვარში “მადაგონის” წინ ისევ კორპუსის მშენებლობა, ისევ არასწორად მოჭრილი გრუნტი, რომელიც არღვევს ფერდის სტაბილურობას! დაიძრა გრუნტი. დღეს ჩამოწვა მიწა. უკან საბავშვო ბაღის ტერიტორია დანაპრალებულია – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორi თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
თეა გოდოლაძის თქმით, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელია გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება და ფერდის გამაგრება.
„აუცილებელია გასამაგრებელი სამუშაოების განხორციელება. აუცილებელია ფერდის გამაგრება, თორემ რეალური პრობლემები შეიქმნება. ისევ არასწორად მოჭრილი გრუნტი, რომელიც არღვევს ფერდის სტაბილურობას! დაიძრა გრუნტი. დღეს ჩამოწვა მიწა. უკან საბავშვო ბაღის ტერიტორია დანაპრალებულია. სასწრაფოდ ფერდი გასამაგრებელია! 2 თვის წინ ვაფრთხილებდით. რატო გვეუბნებიო, ჩვენ მოგვდგა ზოგიერთი ჩიტირეკია! ხელოვნური ჩარევები არ უნდა გაგრძელდეს. ვაშლიჯვარში ნებისმიერი სამშენებლო ინტერვენცია ამ ტერიტორიის უნდა დამთავრდეს“, – წერს გოდოლაძე.