23.11.2024

დავით უსუფაშვილი – ჩვენ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ

ზოგადად, ჩვენ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა თუ პრეზიდენტის ვეტოს მიიღებს, კი არ უნდა გაბრაზდეს, არამედ უნდა დაფიქრდეს, რომ კანონის ხარისხი აამაღლოს.

„ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ინიციატივით შედგა ეს კონსულტაციები, იმაზე მიანიშნებს, რომ თავადაც ფიქრობს ამ საკითხზე. სხვა შემთხვევაში მასთან ჩვენი ვიზიტი, არ იქნებოდა აზრთან ახლოს, თუმცა გადაწყვეტილება რა იქნება, ამას თავად მიიღებს. ზოგადად, ჩვენ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ.ს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისგან პარლამენტის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას ითხოვს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img