თუ რა ნაბიჯს გადადგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დამოკიდებულია ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, ესაა მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ შევიდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა შევლენ. თუმცა სადაც არ უნდა იყვნენ, მათ აქვთ ერთი დღის წესრიგი, ესაა რადიკალიზაცია და დესტრუქცია. ამ რადიკალიზაციის მცდელობა ჰქონდათ მათ კიდევ ერთხელ, რისი საშუალებაც ევროკავშირმა არ მისცა და აღკვეთა სააკაშვილის რუსული სცენარის განხორციელება, რომელსაც ის გეგმავდა მელიას მეშვეობით. დაველოდოთ, თუმცა არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი დესტრუქციული დღის წესრიგიდან გადავლენ პოზიტიურზე“,- განაცხადა ოხანაშვილმა.