აშშ ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელის უფლებას თავისი თავი დაიცვას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
„მდივანმა ოსტინმა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას თავისი თავი და თავისი ხალხი დაიცვას, და მან მკაცრად დაგმო „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ რაკეტების გაშვება“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა სიმშვიდის აღსადგენად ნაბიჯები უნდა გადადგან.