პარლამენტის თავმდომარის კახა კუჭავას განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება საპარლამენტო ცხოვრებას, ეს კარგი იქნება, რადგან ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია.
„პარლამენტის ინტერსებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. 150 ადგილი აუცილებელია, რომ შევსებული იყოს პარლამენტში და საპარლამენტო ტრიბუნიდან თითოეული ამომრჩეველის ხმა ისმოდეს. ამიტომ, თუ საბოლოოდ მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ისინი შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა, რომლის ადგილიც ზუსტად პარლამენტია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.