რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით კიდევ რამდენიმე რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქების მისამართით გაშვებული რაკეტები წარმოადგენს პასუხს ღაზაში ავიაიერიშის შედეგად 10 პალესტინელის გარდაცვალებაზე.
განგაშის სირენები ჩაირთო თელ-ავივში, ჰოლონში, ბათ იამში, აშდოდსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.
13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.