ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მან “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.
„მადლობას გიხდით, რომ მტკიცედ დგახართ ისრაელის გვერდით და მხარს უჭერთ ჩვენს უფლებას თავი დავიცვათ ტერორისტული თავდასხმებისგან“, – წერს ისრაელის პრემიერი.