23.11.2024

“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია იმართება

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, “მოძრაობა სირცხვილია” საპროტესტო აქციას – “კლანი უნდა დასრულდეს” მართავს. აქციის მონაწილეები დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრის კენჭის ყრას აპროტესტებენ.

“მოძრაობა სირცხვილიას” პროტესტს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების შესრულებას თავს აარიდებს. 

სამოქალაქო აქტივისტის, ნოდარ რუხაძის თქმით, დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრზე კენჭისყრა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის გამჭვირვალე და სამართლიანი.

“დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რეალურად, მაქსიმალურად ეცდება, რომ თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას.

ეს კონფერენცია და ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს მოსამართლეებს უწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, არ არის გამჭვირვალე და არ არის სამართლიანი”, – ამბობს ნოდარ რუხაძე.

დღევანდელ კონფერენციას ასევე კრიტიკა მოჰყვა როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

ასევე, დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილითაც კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა, რომ პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც მოუწოდა, რომ მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადაედოთ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img