საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა ვადა, მოქალაქეობის დროებით აღდგენის და ასევე, მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობის.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნული კანონის მიღებასა და ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო.
აღნიშნულ ეტაპზე კი, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.