23.11.2024

თეა წულუკიანი – გახარიას გუნდმა პოლიტიკიდან წასული ადამიანი აიძულა განცხადება გაეკეთებინა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გიორგი გახარიას მიერ თებერვალში პრემიერის პოსტის დატოვებას, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე თავადაც ღალატად აფასებს და ამბობს, რომ რეალურად მათ თავიანთი ქმედებებით პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა, რომ ნუ იყენებთ ჩემ სახელს, გახარია არაა ივანიშვილის პროექტი.

„გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, არაერთი მათგანის შესახებ არსებობს ინფორმაცია, ავრცელებდნენ ხმას აქტივში და რეგიონში, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილნი ოცნების და ივანიშვილის მიერ, ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე. ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი გამოდის და ამბობს, რომ მისის ახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი ჩვენთვისაც, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ჩვენს ყოფილ პრემიერს და გუნდის ლიდერს”, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ყოფილ პრემიერს გუნდის მსგავსი პოზიცია ჰქონდა ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, თუმცა მოულოდნელად შეიცვალა მისი პოზიცია. მინისტრის თქმით, ეს იყო ღალატი და იმედგაცურება გუნდისთვის.

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გადადგა და ეს იყო აუხსნელი გუნდისთვისაც. მოხდა ის, რომ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შგნით იმ ერთიან პოიზიციას გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენ. სხვადასხვა ფორმატში მას ეჭირა ის პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა კანონის უზენაესობას და ზოგიერთ შეხვედრებზე გამოირჩეოდა და უმტკიცებდა სხვა წევრებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იყო, დაეცვა კანონი.

მაგრამ უცბად მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ეს ჩვენება, ასე ვთქვათ, და გაგვაოცა ყველა. გაოცება, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენგან არ იყო, ბიძინა ივანიშვილი მის ამ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს. და რა ჰქვია ამ ქმედებებს, თუ არა ღალატი, იმედგაცურება. სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და დაგვყარა, მიგვატოვა მაშინ, როცა კანონი იყო დასაცავი, შესაბამისად, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი. გუნდის ლიდერი, როცა რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც უნდა ეს ყოფილიყო ერთადერთი და სწორი, ის უნდა იყოს გუნდის გვერდით”, – აცხადებს კულტურის მინისტრი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img