პოლიტიკური გაერთიანება საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა.
კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ივანიშვილი კულტი, გახარია ამბობს, რომ არა.
“არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო”. – ამბობს გახარია.
ახალი პარტიის დაარსების შემდგომ “ტვ პირველთან” პირველ სატელევიზიო ინტერვიუში, გიორგი გახარია მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საჯარო ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ დღეს, ვინც ამინდს ქმნის, იმ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია და მმართველ პარტიას მის პარტიასთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს.
“ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს – არც ინტელექტუალური, არც მორალური”, – ამბობს გახარია, – “სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა”.